უკან
4/3/2024

ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება)

რა არის ცისტიტი და როგორ ავირიდოთ თავიდან 

ცისტიტი - არის შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც ძირითადად ქალებში გვხვდება, შედარებით იშვიათად მამაკაცებში. ამის მიზეზი კი ანატომიური აგებულებაა, იგულისხმება ქალების შარდსადინრის სიმოკლესა და სიგანე, რაც ინფექციების გავრცელებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობაა.

ცისტიტი - მამაკაცებში ძირითადად რომელიმე დაავადების ფონზე ვითარდება, მაგალითად - პროსტატის ან პროსტატის ონკოლოგიური მიმდინარეობის ფონზე.

Ø     გამომწვევი :

სტანდარტულად,ლორწოვანი გარსის ანთების გამომწვევი ინფექციაა,რომელიც შესაძლოა იყოს ნაწლავის ჩხირი,სტაფილოკოკი,სტრეპტოკოკი ან ნებისმიერი სხვა მიკრობი.
გამომწვევ მიზეზებს მივაკუთვნებთ ასევე - ჰიგიენას,ჰორმონალურ დისბალანსს,ანტიბიოტიკების გამოყენებას,იმუნურ დეფიციტს,უბრალო გაციებას და სქესობრივ კავშირს (ე.წ ახლადქორწინებულთა ანთება)

სიმპტომები:

ü    საზარდულის არეში მოვლითი ხასიათის ტკივილი,უსიამოვნო შეგრძნება

ü    ფერშეცვლილი შარდი(მეტად მუქი)

ü    შარდვის გაძნელება

ü  მუცლის ტკივილი(მოყრუებითი ხასიათის)

ü  გახშირებული შარდვა(პოლიურია),მტკივნეული შარდვა

ü  შარდის უსიამოვნო სუნი

ü  ჭინთვები მოშარდვის სურვილით,რასაც თან სდევს მცირე რაოდენობით სითხის გამოყოფა

ü  ხშირია - ტემპერატურის მატება,თავბრუსხვევა და გულსირევა.

Ø  ცისტიტის პრევენცია(თავიდან არიდება)

ცისტიტის თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში უნდა ერიდოთ გაციებას, დაიცვათ ჰიგიენა, რათა ბაქტერიები არ მოხვდეს შარდის გამომყოფ გზებში, რეგულარულად იარეთ ტუალეტში - არ შეიკავოთ შარდი, რადგან ის ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს, არ ისხდეთ დიდხანს ერთსა და იმავე პოზაში, რაც მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის შეგუბებას იწვევს. ამასთანვე უნდა იზრუნოთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. ცისტიტის მკურნალობისას რაციონიდან უნდა ამოიღოთ ცხარე, გამაღიზიანებელი საკვები, გაზიანი სასმელები. არა მხოლოდ ცისტიტის დროს, არამედ მისი პრევენციისთვისაც რეკომენდებულია დღეში 2-3 ლიტრი წყლის დალევა ანთების გამომწვევის ორგანიზმიდან გამოსადევნად.

ცისტიტის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია - ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები - შარდის ლაბორატორიული კვლევა და ულტრასონოგრაფია(ექოსკოპია), 

აღნიშნული სერვისების მიღებას შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად - კომპანია ჯეომედის გამოძახების შემთხვევაში.

ჯეო მედი "გამოიძახეთ კლინიკა სახლში"


გაზიარება

უახლესი

10/20/2024

ფიზიკური თერაპია ( ფიზიო თერაპია) ბინაზე გამოძახებით

ფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეული...

მეტის წაკითხვა
10/20/2024

ოკუპაციური თერაპია ბინაზე გამოძახებით

ოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური ...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2023